რიონის ხეობის მცველის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ევროკავშირმა მთავრობას ზუსტად ის პირობები წაუყენა რასაც თავად ისინი ამბობენ.
ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებას მოვუწოდებდით, რომ ნუ წაგვიყვანდნენ აქციების და მითუმეტეს ფართომაშტაბიანი აქციების გზით და ეს ყველაფერი დიალოგით მოგვარებულიყო. ჩვენი მიზანი იყო რომ დიალოგით გარკვეულიყო სიმართლე. იცით რომ ხელისუფლებამ ჩაშალა ყველა შესაძლო შემთხვევა. ბოლოს ჩვენ, როცა დავაყენეთ ორი პირობა — აღებულიყო ეს უკანონოდ დადგმული რკინის ბარიკატები რომელიც რიონის ხეობას საქართველოსგან ჰყოფს და მეორე შეწყვეტილიყო დიალოგის პროცესში ხეობაში სამუშაოები. ეს იყო ჩვენი ორი პირობა, რომელზეც გვითხრეს რომ არ შესრულდებოდა და ბუნებრივია დიალოგიც გამოირიცხა.
“მთავრობამ ევროკავშირის გაერთიანებიდან სთხოვეს, რომ მედიაცია გაეწიათ ჩვენსა და მთავრობას შორის, ევროკავშირმა ზუსტად ის პირობები დააყენა, რაც ჩვენ ვამბობთ ვგულისხმობ ბარიკადების აღებას და პოლიციის გასვლას, სამუშაოების შეწყვეტას მთელი ამ დიალოგის პროცესში თუკი დაიწყებოდა ეს დიალოგი. ეს არის დასტური რომ სწორი ნაბიჯები გადავდით აქამდე. აბსოლიტურად თანხვედრაში მოვედით იმ საერთაშორისო სამართალთან. მოხარული ვართ რომ იმ ხალხმაც სწორედ ეს მოთხვონა რაც ჩვენ, თავად ხელისუფლების დაძახებულმა ხალხმა, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ. როგორც გავიგეთ დღეს შემდეგ შაბათს ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოდიან თბილისში და იქნება პირველი შეხვედრა სადაც მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ”,- ამბობს გოლეთიანი.