ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბენეფიციარის დედა პანსიონზე: ბავშვებს ურტყამდნენ სკამის ფეხებს

ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარების დედა ფორმულასთან  თავისი შვილების იტორიას იხენებს. მისი თქმით, ორ შვილზე პანსიონში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა. ბიჭები პანსიონში 2012 წელს, რამდენიმე თვით მოხვდნენ, მას შემდეგ, რაც ქალს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ის კომაში ჩავარდა.

“ცემა იყო მანამდეც, ცემა იყო მაშინაც და სულაც არის ცემა. ეგ სახლი უნდა დაიხუროს და მსგავსი ტიპის კონსლაგერები, სადაც ბავშვებს აწამებენ. იყო სკამის ფეხით და საზურგეებით ცემა.

უმცროსს მეტად უჭირდა ჩემთან განშორება. ნუ ტირიხარო ეუბნებოდა [ზედამხედველი], რაზეც უფრო ტიროდა. ხშირად რომ ვერ ტიროდა, ტუალეტში გასვლას იმიზეზებდა და როცა მართლა უნდოდა ტუალეტში, აღარ უშვებდა და ადგილზე ასაქმებინებდა. ამას მოსდევდა ცემა, მთელი სისასტიკით, გაშიშვლება, ცივი წყლით დაბანვა. თუ ბევრს იტირებდა, როცა წვებოდა და თავზე იფარებდა, და ისე ტიროდა, გულო მივარდებოდა და ურტყამდა”,- ამბობს ქალი.

ახალგაზრდა ქალის თქმით, მაშინ საპატრიარქოს დაქვემდებარებული სააღმზრდელო სივრცე უსაფრთხო ეგონა.

იტვირთბა....