ნინოწმინდის ყოფილი აღსაზრდელის თქმით, პანსიონში ბავშვებზე როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად ძალადობენ ყოველდღიურად. მისი თქმით, თავად ბევრჯერ უფიქრია თვითმკვლელობაზე და იქ სასულიერო არაფერია გარდა ეკლესიისა. ამის შესახებ პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი კურიერთან ინტერვიუში საუბრობს.
“მე ნინოწმინდის სკოლა პანსიონატში მოვხვდი დაახლოებით 2014 წლიდან 2015 წლამდე. ძალადობა იყო ძალიან ხშირი, თითქმის ყოველ საღამოს, დღე, სკოლაში. ყველგან იყო დამცირება დაჩაგვრა, ხელით შეხება, ფაქტობრივად ყველაფერი გამოიყენებოდა ჩვენზე. ერთერთი დასჯის მეთოდი იყო — საერთო ოთახში დაახლოებით 25 ბავშვი იყო და ყველა ფეხზე დგებოდა, ფანჯარა იღებოდა და მთელი ღამის განმავლობაში ორივე ხელი ზემოთ უნდა გქონოდა, ერთი ფეხი აწეული და მთელი ღამე ასე უნდა ვმდგარიყავით ფანჯარასთან.
მასწავლებელი ჯოხით ხშირად ძალადობდა ჩვენზე. წვრილი ჯოხი ჰქონდა და ხან თავში გვირტყამდნენ ხან სხეულზე. საჭმელს არ გვაჭმევდნენ, ხდებოდა საჭმლის მოპარვაც. როცა საჩუქრები მოჰქონდათ იმ დღეს უფლება გვქონდა აგვეღო მეორე დღეს ჩამოივლიდნენ და იმ სათამაშოებს ჩამოგვართმევდნენ. მოდიოდნენ მამაოები იცოდნენ რაც ხდებოდა, მაგრამ არ ინტერესდებოდნენ. როცა იქ ვიყავი ხშირად ვფიქრობდი თვითმკვლელობაზე, შიშისგან გული მიმდიოდა, ფიზიკურად ვერ ვუძლებდი მთელი დღე მშიერი. ნინოწმინდის დღეს რომ აღნიშნავდნენ და მთელი სასულიერო პირები, რომ მოილხენდნენ, დიდ დარბაზში სუფრას შლიდნენ ჩვენ ნარჩენებს გვაჭმევდნენ, ნაჭამ თეფშზე, რაც რჩებოდა. სასწაულ წამებას გამოვასწარით კიდევ კარგი, რომ წამოვედით. როცა მანდ დავბრუნდი ვიცოდი, რომ საშინელი დღეები მელოდა. სააბაზანოშიც ძალადობდნენ, ფიზიკურად გვეხებოდნენ. იქ სასულიეროს მსგავსი არაფერია, მხოლოდ ეკლესიაა. დიდი იარა დამიტოვა, შიში მქონდა სკოლის. მე ყველა იქ მყოფი ბავშვის სახელით ვსაუბრობ”,- ამის შესახებ კურიერთან ინტერვიუში ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი საუბრობს.