ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონზე: სიმშვიდეა, მხოლოდ ეს აჟიოტაჟი ძაბავს ბავშვებს

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონატში ჩავიდა, მისი თქმით, პანსონში საგანგაშო არაფერია და ბავშვები მხოლოდ ამ აჟიოტაჟის გამო არიან დაძაბულები.

ჯაღმაიძის თქმით, პანსიონში ახლა არიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მათ შორის მთავრობის წევრებიც.

“საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვაკურთხევით შეიქმნა კომისია. ეს კომისია ჩამოვიდა ნინოწმინდაში ვითარების გასაცნობათ. რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია. ჩამოვედით გავესაუბრეთ ბავშვებს. ახლა ამ წუთას არიან სოც მუშაკები 5-6 ადამიანია, ასევე, არიან ჯანდაცვის წამომადგენლები, არიან პარლამენტის წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. სრულიად სიმშვიდეა აქ რაც ვნახეთ, ეს აჟიოტაჟი ძაბავს ბავშვებს მხოლოდ… მიმდინარეობს საგამოძიებო საქმე და თუ რაიმე იქნება პირველები ჩვენ ამოვიღებთ ხმას”,- ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნინოწმინდაში მდებარე ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აწარმოებს.

იტვირთბა....