პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, წარმომადგენელი ანა არღანაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა სახლის უფროსზე შემაკავებელი ორდერის გაცემას ითხოვს.
“შემაკავებელ ორდერს ვითხოვთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის უფროსზე”, – წერს ორგანიზაციის იურისტი ანა არგანაშვილი ფეისბუქზე, – “ოჯახში რომ ჩაეწერა ბავშვზე ძალადობა ვინმეს და ლაივად გაეშვა, ხომ მოვითხოვდით? აქ ორმაგად უნდა მოვითხოვოთ საფრთხე უფრო დიდია. გააცალკევეთ მოძალადე ბავშვებისგან, შსს!”,- წერს არღანაშვილი.
დღს მეუფე სპირიდონის ეპარქიის მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს მთავარეპისკოპოსი, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თანდასწრებით, ეკითხება, სურთ თუ არა მათ ბავშვთა სახლის დატოვება – ვიდეოში მონაწილე ყველა პირის, მათ შორის, არასრულწლოვნების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი.