ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენი ლარია გადარიცხული ბიუჯეტიდან ნინოწმინდის პანსიონატში — ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორი ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნინოწმინდას პანსიონში 2012 წლიდან 2021 წლებში ბიუჯეტიდან 9.8 მილიონია გადარიცხული. პანსიონი 2012 წელს დაარსდა.

ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და ის სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხებიდან ფინანსდება.

“სახელმწიფო ყოველწლიურად ცენტრალური ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს გადასცემს საპატრიარქოს. სწორედ ამ 25 მილიონი ლარიდან ფინანსდება აღნიშნული ბავშვთა პანსიონიც. დაარსებიდან, 2012 წლიდა დღემდე პანსიონის დასაფინანსებლად 9,745,800 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გადაცემული თანხების სამართლებრივი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს, რადგან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუდიტის სამსახურის მანდატი არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობაზე.

გარდა ფინანსური კონტროლის არარსებობისა, სახელმწიფო არც იმ სამართლებრივი კონტროლის მექნიზმებს იყენებს, რომელიც მას სასწავლო აღმზრდელობით დაწესებულებებში შესაბამისი კონტროლის განხორციელებას ავალდებულებს. ამის პარალელურად ყოფილი სახალხო დამცველი აღნიშნავს რომ ჯერ კიდევ 6 წლის წინ მათ ანგარიშებში საუბარი იყო ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პანსიონი აღსაზრდელების მიმართ.

აღსანიშნავია მეუფე სპირიდონის სიძულვილის ენით გამსჭუალული ქადაგებები, სადაც ის სიძულვილით და დამამცირებლად მოიხსენიებს სექსუალურ უმცირესობებს, ლანძღავს დასავლურ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს და მრევლს მოუწოდებს რომ უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის გაერთიანებისთვის ილოცონ”,- წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება გუშინ. რამდენიმე დღის წინ კი, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, მიმდინარეობს.

იტვირთბა....