სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მთავარპესიკოპოს სპირიდონის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერის შესწავლა დაიწყო.
“ბავშვების, მით უფრო, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას; გამოიწვიოს ბავშვის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია და ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე”,- წერია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.
ვიდეოჩანაწერში მთავარეპისკოპოსი ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს საჯაროდ ეკითხება, უნდათ თუ არა მათ დაწესებულების დატოვება – ჩანაწერში მონაწილე რამდენიმე არასრულწლოვანი ტირის, რამდენიმე მათგანი კი აცხადებს, რომ დაწესებულების დატოვება არ სურთ.