ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს.
როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 19-108 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.