ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა. ამის შესახებ მეტრონომს ბერძენიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი პარლამენტში ფრაქციის შექმნა გახდა.

“პარტიას არ ვეთანხმები ფრაქციის შექმნის საქმეში. არ ვაპირებ პოლიტიკაში ყოფნას, სხვა საქმეც მაქვს უამრავი”, – უთხრა მეტრონომს ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ კორძაიამ რესპუბლიკური პარტია დღეს დატოვა. კორძაია ამბობს, რომ პარლამენტში საქმიანობას უპარტიო და უფრაქციო დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

შეგახსენებთ, 3 ივნისს, პარლამენტში ახალი, ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის  წევრი, ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს.

იტვირთბა....