დეკანოზმა თამაზ ლომიძემ განაცხადა, რომ არასანდო და მატყუარაა ის ხელისუფლება, რომელიც მმართველობის განსახორციელებლად ალიანსში შედის რელიგიურ ორგანიზაციასთან.
“ძალიან სუსტია, ქვეყნისთვის გამოუსადეგარი და არაფრისმაქნისია ის ხელისუფლება, რომელიც რელიგიური ორგანიზაციის დახმარებით ცდილობს ხალხის ნდობის მოპოვებას. როგორც წყალი ვერასოდეს შეერევა ზეთს, ისე ქრისტეს მოძღვრება ვერასოდეს შეუერთდება ამქვეყნიური ძალაუფლებას. ვერცერთი წესიერი კაცი, ვერასოდეს დაიჭერს ხელში ერთდროულად ორივე მახვილს – სულიერს და კეისრისას. ეს შეუძლებელია. ავაზაკია, ვინც ამას გაბედავს და შეძლებს. გატყუებთ ყველა პოლიტიკოსი, ვინც რელიგიით მანიპულირებს. დაფიქრდით ამაზე ხალხო, გაიგეთ და შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ!” – განაცხადა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ.
აქვე, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ომბუდსმენს არ უშვებენ, ყოფილი ბენეფიციარი ყვება, რომ იქ ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან და ერთხელ, ერთ-ერთი ცემაში შემოაკვდათ. ამ დრომდე ხელისუფლების მხრიდან არ განხორციელებულა ქმედითი ნაბიჯები, რაც საპატრიარქოს აიძულებს, რომ გახსნას პანსიონის კარი და ომბუდმენს მონიტორინგის ჩატარების საშუალება მისცეს.