გადაცემაში რეაქცია 20 ივნისის თემასთან დაკავშირებით ერთამენთს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და პარტიის საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი დაუპირისპირდნენ.
მეზვრიშვილმა ბოკერია ტყუილში დაადანაშაულა. კერძოდ, ბოკერიას თქმით, 20 ივნისის ღამის შემდეგ არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი. მეზვრიშვილის თქმით კი, 3 პოლიციელს წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.