პროკურატურასთან გამართულ აქციაზე დაკავებულ აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს ხელი აქვს მოტეხილი. ამის შესახებ მოძრაობა სირცხვილიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.
“გიგა მაქარაშვილი შსს-დან საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციელებმა დაკავების დროს ხელი მოტეხეს”, – წერია სირცხვილიას ფესიბუქგვერდზე.
გიგა მაქარაშვილი პროკურატურის კართან იდგა და ითხოვდა, რომ დაცვას ელენე ხოშტარია შენობაში შეეშვა, რა დროსაც პროკურატურასთან პოლიცია მივიდა და აქტივისტი დააკვეს.
პროკურატურის კარის წინ პოლიციის კორდონია აღმართული, რათა პროტესტის მონაწილეებმა შესვლა ვერ შეძლონ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულ სიტუაციას აპროტესტებენ და მოითხოვენ, დროულად გამოიძიონ პანსიონში 4 სავარაუდო ძალადობის საქმე.