რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანის თქმით, ბარიკადს მიღმა მოსახლეობამ ენკას გადაუკეტა გზა და ამ პროცესში თავად მონაწილეობას არ იღებდნენ.
“ჩვენ ვართ ბარიკადს აქეთ და რეპრესიის მსხვერპლი ჩვენ თვითონ ვართ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ბარიკადს მიღმა მოსახლეობამ გადაუკეტა კომპანია ენკას გზა და ამ პროცესში ჩვენ არ ვმონაწილეობთ. ეს იმ ადამიანების დამოუკიდებელი გადაწყვეტილება უყო, ვინც ამ ბარიკადებს მიღმა ცხოვრობს. ეს არის სოფელ ჟონეთის მოსახლეობა, რომლებთანაც კომუნიკაცია არ გვაქვს. ჩვენ ჩვენს ფარგლებში ვმოქმედებთ, ჩვენ პროვოკაციებს არ ვაპირებთ”,- ამბობს გოლეთიანი