ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯაფარიძე ფრაქციაში გაწევრიანების მიზეზს განმარტავს

გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ახალ ფრაქციაში მხოლოდ ტექნიკური მიზეზის გამო გაწევრიანდა.

მისივე თქმით, ეს არ არის ფრაქცია რომელიც რაიმე იდეოლოგიას ატარებს.

“საერთოდ არანაირ ფრაქციაში არ მქონიდა სურვილი, რომ გავწევრიანებულიყავი, უბრალოდ ეს ფრაქცია შექმნილი არის და ხათუნას და გიორგი უნდოდათ ფრაქციული რესურსების გამოყენება, რასაც ახლა ვერ ახერხებენ. მაგალითად ვერ იღებენ მონაწილეობას ბიუროს სხდომებში, უნდათ რომ მსგავს რაღაცეებში ჩართული იყვნენ, ამიტომ მთხოვეს, რომ დავხმარებოდი ფრაქციის შექმნაში – ეს იყო.

მე სურვილი არ მქონიდა რომ რომელიმე ფრაქციაში ვყოფილიყავი. ჩემი მონაწილეობა იყო მხოლოდ ტექნიკური და ამის უკან სხვა არაფერი მოიაზრება. ეს არ არის ფრაქცია რაიმე იდეის გარშემო და არანაირ იდეოლოგიას არ ატარებს. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, რომელშიც არიან ადამიანები რომლებიც სხვა პრინციპებით მუშოაბენ ამ პარლამენტში და რატომ უნდა მეთქვა არა… არა… მაგაში არ მოგეხმარებითთქო, არ მესმის”,- ამბობს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა, მას შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი ერქმევა. ფრაქციაში გაწევრიანებული არიან ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე.

ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.

იტვირთბა....