ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გვარამია ნაცმოძრაობას: ყოჩაღ, ნინოწმინდის პანსიონზე განცხადების გამო

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებულ განცხადებას იწონებს, თუმცა მეუფე სპირიდონის არხსენების გამო აკრიტიკებს. მისი თქმით,  ეს ფაქტი სწორ და დროულ განცხადებას ჩრდილს აყენებს.

“ყოჩაღ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement ნინოწმინდის პანსიონზე განცხადების გამო.

თუმცა, საზარელი დანაშაულების სერიის მთავარი ხელშემწყობის, მეუფე სპირიდონის და ასევე საპატრიარქოს სამარცხვინო და წამახალისებელი დუმილის არხსენება, არ მგონია სწორი იყოს და მგონია, რომ ჩრდილს აყენებს თქვენს გამბედავ, სწორ და დროულ განცხადებას”, – წერს გვარამია.

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს.

ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

იტვირთბა....