ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თალაკვაძეს დარწმუნებულია, რომ ნინოწმინდის საქმეში საპატრიარქო არაფერს მალავს

პარლამენტის თავმჯდომარის მოდგილის, არჩილ თალაკვაძეს სჯერა, რომ ნინოწმინდის საქმეში საპატრიარქო არაფერს მალავს, როდესაც ეს ბავშვებს ეხება.

“ბავშვის უფლებების კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ბავშვზე ვრცელდება ყველგან, ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იყოს ის. საქართველოს მოქალაქე ყველა ბავშვი დაცულია ამ კონსტიტუციური მექანიზმებით. რაც შეეხება სახალხო დამცველს, მას აქვს უფლება ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებული არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ჩაერთო ამ საქმეში და ვფიქრობ, პარლამენტი ხელს შეუწყობს, ამ საერთო ჭეშმარიტებაზე შეთანხმება მოხდეს. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საკითხი ბავშვებზე მზრუნველობას ეხება”,- ამბობს თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენმა ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, პროკურატურიდან ინფორამაცია გამოითხოვა და დადგინდა, რომ დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.

ომბუდსმენის თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬

ნინოწმინდის პანსიონატში ომბუდსმენს ამ დრომდე არ უშვებენ.

იტვირთბა....