ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ნინოწმინდის პანსიონატში განვითარებული მოვლენები არის წარმოუდგენელი და სახელმწიფოს მოუწოდებს რეაგირებისთვის.
მისივე თქმით, ამ თემით გულგრილი ვერავინ ვერ დარჩება და პირდაპირი მოვალეობაა სახელმწიფოსი რომ ჰქონდეს სწრაფი რეაგირება.
“ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ბავშვების უსაფრთხოების მიმართ სახელმწიფოს გულგრილობას და ამ გულგრილობით ჩადენილ დანაშაულს. ეს ჩანს სახლხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც . უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საქართველოში გენერალურ პროკურატურას საქმე აქვს აღძრული უმძიმესი მუხლებით რაც ბავშვებზე ძალადობას გულისხმობს. ეს არის უმძიმესი მოცემულობა, როდესაც სახელმწიფოს გულგრილობა არის პირდაპირი დანაშაული მთელი ამპერიოდის მანძილზე ვერც გენერალურმა პროკურატურამ და ვერც შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაადგინეს გამოძიების ობიექტურობით თუ რა ხდება ნინო წმინდის ბავშვთა სახლში.
წარმოუდგენელია საზოგადოების რომელიმე წევრი, წარმოუდგენელია ჩვენს შორის ნებისმიერი ადამიანი დარჩეს გულგრილი. ეს არის პირდაპირი მოვალეობა სახელმწიფოსი, როდესაც იქ არსებული უსაფრთხოების საკითხები რომელიც ეხება ბავშვებს როდესაც უნდა ყოფილიყო განგაშის ზარი სახელმწიფოს მხირიდან სახლახო დამცველს არ უშვებენ. ბავშვების უსაფრთხოება არის ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ სახელმწიფოს გულგრილობა პირდაპირ ახალისებს კონკრეტულ ადამიანებს ძალადობისკენ.
მე მოვუწოდებ ყველა ადამინს და პირველ რიგში სახელმწიფოს პრემიერ მინისტრს, გენერალურ პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს მათთვის აუცილებელი უდნდა იყოს პრიორიტეტი და კანონმდებლობა ავალდებულებს ბავშვებზე ზრუნვას სასწრაფო წესით მიიღონდ ადეკვატური ზომები. სახელმწიფომ ამ პერიოდის მანძილზე არაფერი გააკეთა ბავშვების დასაცავად, მოგიწოდებთ მიიღეთ ადეკვატური ზომები”,- ამბობს ხატია დეკანოიძე
შეგახსენებთ რომ ომბუდსმენმა ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, პროკურატურიდან ინფორამაცია გამოითხოვა და დადგინდა, რომ დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.
ომბუდსმენის თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ნინოწმინდის პანსიონატში ომბუდსმენს ამ დრომდე არ უშვებენ.