მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ნინო წმინისდის პანსიონატთან დაკავშირებით დღეს აქციას აანონსებს პროკურატურასთან. ამის შესახებ ხოშტარია Facebook-ზე წერს.
“ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე! სანამ არ ვიხსნით ბავშვებს ტყვეობიდან არ უნდა გავჩერდეთ! დღეს, 6-ზე პროკურატურასთან შევიკრიბოთ და მოვთხოვოთ პასუხი ამ გაუგონარ სისასტიკეზე”,- წერს ხოშტარია.
შეგახსენებთ რომ ომბუდსმენმა ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, პროკურატურიდან ინფორამაცია გამოითხოვა და დადგინდა, რომ დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.
ომბუდსმენის თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ნინოწმინდის პანსიონატში ომბუდსმენს ამ დრომდე არ უშვებენ.