[su_quote] იყო შემთხვევები როცა აქციის დროს მოვიდნენ ჩვენთან და მეც პირდად მითხრეს, რომ აპირებდნენ წამოსვლას სამსახურდან. ჩემს თვალწინ დაურეკავთ უფროსთან და უთქვამთ, რომ სამსახურიდან წამოსვლა უნდოდათ, მაგალითად სამხედრო სამსახურიდან. დაახლოებით ათამდე იყო ასეთი შემთხვევა გარდა იმ ორი კაცისა ვინც უკვე საჯაროდ თქვა. ამ ადამიანებს ასე ღიად არ სურთ ვინაობის გამხელა. ყველა ამბობს, რომ იმდენად გულშემატკივრობენ ამ პროცეს — არ შეუძლიათ სისტემაში დარჩენა [/su_quote]
ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა TV პირველის ეთერში განაცხადა.