[su_quote] მას რომ კოვიდი დაემართა, ნორმალურია. რასაც ქალბატონი ეკა დადის და შეხვედრები აქვს, სავარაუდოდ კოვიდიანებთანაც, რომ არ დამართნოდა ეს იქნებოდა გასაკვირი. ხუმრობით ვთქვი, რომ სადღაც ეს კარგია, ვინაიდან მიუთითებს მინისტრის ძალიან სერიოზულ სოციალურ აქტიურობას. ის, ვინც ჯარში მოწინავე პოზიციებზე იბრძვის, მათ შორის ხელმძღვანელები, ოფიცრები, გენერლები და თუ ის დაიჭრა ომში, მას ეს ეთვლება პლუსად და არა მინუსად, რომ ის ომში დაიჭრა. იგივეა, როდესაც კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექიმები ავადდებიან ზოგჯერ, ეს მათთვის პლუსია და არა მინუსი. ქალბატონ ეკას რომ ჰქონოდა ორი აცრა, შეიძლება ეს არ დამართნოდა [/su_quote]
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.