ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანი მიროტაძემ ლელო დატოვა — მიზეზი ცნობილია

ანი მიროტაძემ პარტია ლელო საქართველოსთვის დატოვა. მან ამის მიზეზებზე ფორმულას ეთერში ისაუბრა.

პარტიის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად მიროტაძე 20 ივნისის ამნისტიას ასახელებს.

“ჩემთვის პირადად და ეს ლელოშიც იციან წითელი ხაზია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საქმე.  ამ მასშტაბის დანაშაული ცოტა უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს. ჩემი პოზიცია თავიდანვე იცოდნენ, მქონდა ჩემი არგუმენტები. ჩემი პოზიცია ცნობილი იყო, მქონდა ჩემი არგუმენტები, პირველ რიგში, ეს არის ადამიანური, მოქალაქეობრივი, ასევე, როგორც პოლიტიკოსის.

მყარად მჯერა ახლაც, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით, თუნდაც ამ მასშტაბის შეთანხმებაში, ამ მძიმე დღეების გადაფურცვლა შეუძლებელი იქნებოდა. ამნისტიაში 20 ივნისის ჩატევა, ჩემთვის მიუღებელია”,- ამბობს ანა მიროტაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 20 ივნისის საქმეზე ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული ერთ არის ოპოზიციის ხოლო მეორე ხელისუფლების.

იტვირთბა....