ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანის თქმით, შუქრუთის პროტესტანტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ს საელჩოს როლია, დააკავშიროს აქციის მონაწილეები შესაბამის ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან.
“აშშ-ს არ აქვს პირდაპირი როლი. ჩვენი ადამიანის უფლებების დაცვის ოფიცერი გუშინ შეხვდა მათ, მოისმინა მათი წუხილი, ჩვენ ვცდილობთ, ფასილიტაცია გავუწიოთ მათ შეხვედრას სახალხო დამცველის ოფისთან, ან დაუკავშირდნენ ისინი შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ეს საკითხები მათთვის გადაიჭრას და მიიღონ სასურველი. ჩვენი როლია დამაკავშირებლის და რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, ისინი კარგად გრძნობდნენ თავს და მათი პრობლემები გადაიჭრას”,- ამბობს დეგნანი.
სამთო ქალაქ ჭიათურის მახლობლად მდებარე შუქრუთის მოსახლეობა უკვე ორ წელზე მეტია აპროტესტებს, რადგან სოფელში სახლები ინგრევა. მოსახლეობა ითხოვს კომპენსაციას სამთო კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან, რომელიც უშუალოდ სოფლის ქვეშ ამუშავებს მანგანუმის მაღაროს.