ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ არის. ინფორმაცია ამის შესახებ ბიზნესფორმულამ გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, Bloomberg-ის სიის მიხედვით, ერთადერთი ქართველი მილიარდერი გუშინ 5.92 მილიარდით 495-ე ადგილზე იყო. დღეს ამავე სიაში ყველაზე ბოლო, 500-ე ადგილს 5.93 მილიარდით ამერიკელი პატ სტრაიკერი იკავებს.