ქუჩაში პირბადის გარეშე გადაადგილებაზე მანიფესტი შედგა.
მანიფესტში განმარტებულია თუ რატომ უნდა გადავაადგილდებოდეთ პირბადის გარეშე.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის გაიდლანების მიხედვით ქუჩაში პირბადის გარეშე გადაადგილება დაიშვება სხვადასხვა შემთხვევებში, კერძოდ:
. თუ გვაქვს საშუალება დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია
. თუ ქუჩაში ყოფნის დროს ვსვამთ ან მივირთმევთ რაიმეს
. თუ ვიმყოფებით ისეთ ადგილას, სადაც ვინმესთან ახლო კონტაქტი ნაკლებად შესაძლებელია
ზაფხულის სიცხესთან ერთად მეტად გაუსაძლისი ხდება ღია სივრცეში პირბადის ტარება, რის გამოც მივმართავთ საქართველოს მთავრობას მოთხოვნით, მოხსნან ღია სივრცეებში, სადაც შესაძლებელია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, პირბადეების სავალდებულო ტარება.