ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შუქურეთის პროტესტის მონაწილეს სექსუალური ტიპის ჩანაწერით ემუქრებიან

შუქრუთის პროტესტის ერთერთ მონაწილეს ემუქრებიან, რომ რძლის სექსუალური ტიპის ჩანაწერებს გამოუქვეყნებენ. ამის შესახებ oc-media  წერს.

მედია წერს, რომ ვერა კუპატაძეს, რომელმაც შიმშილობის უკიდურესს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა, 24 მაისს უცნობმა ადამიანმა დაურეკა.

სამთო ქალაქ ჭიათურის მახლობლად მდებარე შუქრუთის მოსახლეობა უკვე ორ წელზე მეტია აპროტესტებს, რადგან სოფელში სახლები ინგრევა. მოსახლეობა ითხოვს კომპენსაციას სამთო კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან, რომელიც უშუალოდ სოფლის ქვეშ ამუშავებს მანგანუმის მაღაროს.

იტვირთბა....