სიცილიური მაფიის კოზა ნოსატრას წევრმა ჯოვანი ბრუსკამ, საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა. ამის შესახებ CNN იუწყება.
უცხოური მედიის ცნობით, ბრუსკამ 100-მდე ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობა აღიარა, ამასთან 14 წლის ბავშვის, რომლის სხეულსაც მჟავა დაასხეს.
მაფიის წევრი 1996 წელს დააკავეს. მას სასამართლომ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა. აქედან 26 წელი მას ბომბის აფეთქებისთვის მიესაჯა.
მაფიის წევრი საპატიმროდან 31 მაისს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მიზეზად კი 4-წლიანი გამოსაცდელი ვადა და გამოძიებასთან თანამშრომლობა დასახელდა.