ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარუჯვის გამო უკვე 2 პაციენტს მკურნალობენ — უკავშირდება თუ არა ეს ლეღვის ნახარშს

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძის თქმით, ამ დროისთვის რუჯის მიღების მიზნით დამწვრობა მიღებული აქვს უკვე ორ პაციენტ, თუმცა ეს დამწვრობა არ უკავშირდება ლეღვის ნახარშს.

ამის შესახებ ქაშიბაძე რუსთავი 2-ის ეთერში საუბრობს.

“ამ წუთას ორი ახალგაზრდა გოგონა წევს დამწვრობის ცენტრში. რუჯის მიღების მიზნით მიიღეს ზედაპირული დამწვრობა მთელ სხეულზე. მათი მდგომარეობა არის სტაბილური. რეკომენდირებულია მზეზე ყოფნა დილის 11 საათამდე და დღის 4 საათის შემდეგ. განსაკუითრებით უნდ მოვარიდოთ მზისგან პატარა ბავშვები და მოხუცები. მათი საცურაო კოსტიუმები მაქსიმალურად უნდა ფარავდეს სხეულს, თუ იქნება გრძელ სახელოიანი და გრძელი შორტები უკეთესია”,- ამბობს გუგა ქაშიბაძე

იტვირთბა....