სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას თქმით, პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ძალადობაზე არაერთი საქმეა აღძრული.
ამის შესახებ ომბუდსმენმა მთავარის ეთერში განაცხადა.
“სახალხო დამცველი ამ საქმეს ბოლომდე მიყვება და ჩვენ არათუ შევალთ აქ და განვახირციელებთ მონიტორინგს არამედ მივაღწევთ იმას, რომ დიდი ზომის ინსტიტუციები საერთოდ საიხურება საქართველოში. სავარაუდოდ აქვთ რაღაც დასამალი და ამიტომ არ გვიშვებენ. ერთადერთი პანსიონია, სადაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჩვენს შესვლას. პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ძალადობაზე არაერთი საქმეა აღძრული”,- ამბობს სახალხო დამცველი.
ლომჯარიას თქმით, ამ დაწესებულებაში შევლენ, მაგრამ იმედი არ აქვს რომ იქ ნორმალური სიტუაცია მაინც დახვდება, რადგან არ ჰგონია, რომ ბავშვებს მათზე კარგს ეუბნებიან.