გამოცემა ფრანს პრესიs ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების ვაქცინას სინოვაკს საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა. ვაქცინის ავტორიზაციის შესახებ მოსმენა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დღეს გაიმართა.
სინოვაკი მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელსაც ჯანმო-მ ავტორიზაცია მიანიჭა, მაისის დასაწყისში ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის ვაქცინა სინოფარმი დაამტკიცა.