ახალი ამბები ციტატა

გოლეთიანი: ჩვენ თვითონ არ უნდა წავახალისოთ, რომ ძალადობით შესაძლებელია პრობლემის გადაჭრა

[su_quote] მინდა მოვუწოდო იმ ქართველ ვაჟკაცებს, ვინც ჩვენს სტრატეგიას გვიწუნებს და მიაჩნია, რომ აქ მოსვლით, ბარიკადის გადაბრუნებით, საქმე გაკეთდება. გვაინტერესებს, რა არის ამ სტრატეგიის ბოლო, როგორ უყურებენ ამ პროცესის გაგრძელებას. გვინდა, რომ ჩვენი პოზიცია იცოდეს საზოგადოებამ, სად მიგვიყვანს მსგავსი მოქმედება. ძალადობას და დესტრუქციას არანაირი მომავალი და გაგრძელება არ აქვს და ეს იქნება პირველ რიგში ამ მოძრაობის დამამთავრებელი, რომელმაც გარკვეული იმედები ჩაუსახა ჩვენს საზოგადოებას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც პრობლემების ირგვლივ ვახერხებთ გაერთიანებას. უმნიშვენლოვანი პრეცენდენტი იქნება ამ გაერთიანების და ჩვენ თვითონვე არ უნდა მოვკლათ და არ უნდა წავახალისოთ, რომ ძალადობით შესაძლებელია რაიმე პრობლემის გადაჭრა და გადაწყვეტა. თუ მათ ამ მიმართულებით აქვთ რაიმე სტრატეგია, თითქოს ბარიკადს რომ გადააბრუნებ, პოლიციასთან შევლენ დაპირისპირებაში, რაც ისედაც არასწორია, მითუმეტეს ქართველთან, რომ შეხვიდე ამ ტიპის დაპირისპირებაში და ვამტვრიოთ ერთმანეთს ხელები, თუ ეს ვიღაცას გამართლებულად მიაჩნია, გასაგებია, მაგრამ შემდეგ რა გაგრძელება მოჰყვება ამას, თუ უფიქრიათ ამასთან დაკავშირებით, რა შეიძლება იყოს ამ პროცესის წინ წამწევი, რა ნაწილში შეიძლება მოგვიტანოს წარმატება? – დარწუმენული ვარ, მათ ამაზე არანაირი პასუხი არ აქვთ და ბევრჯერ გვიკითხავს მათთვის და ვერაფერი თქვეს. მშვიდობიანი პროტესტი უალტერნატივო მიდგომაა [/su_quote]

ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა და ნამოხვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა ფეისბუქ მიმართვის დროს განაცხადა.

იტვირთბა....