საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლევან მურუსიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას ეხმაურება.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას, ასეთი გადაწყვეტილების მიმართ მიუღებლობა ქართული საზოგადოების მხრიდან ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომელმაც არა მხოლოდ გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის. მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიერ დანიშნულმა ერთმა წევრმა და მე იუსტიციის საბჭოში ერთი წევრის დანიშვნის უფება მაქვს, ამ ერთმა წევრმა დატოვა ეს კენჭისყრა. სახემწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. ეს არის ჩვენი ვალდებულება. პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკუნსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. რასაც მე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით განვახორციელებ. ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს შექმნისთვის საქართვეოში კვლავაც გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან“. – აცხადებს მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, უისტიციის საბჭომ დღეს მხარი დაუჭირა მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას. მურუსიძე მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე იყო.