„ჰეზბოლა“ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუ ისრაელის თავდასხმები შეწყდება, – ამის შესახებ „ჰეზბოლას“ წარმომადგენელმა, იბრაჰიმ მუსავიმ განაცხადა.
„თუ ისრაელის საოკუპაციო ძალები აგრესიას შეწყვეტენ და შეთანხმებას არ დაარღვევენ, ჩვენც დავიცავთ ცეცხლის შეწყვეტას“, – განაცხადა მუსავიმ.
მისივე თქმით, შეთანხმება უნდა გავრცელდეს ლიბანის მთელ ტერიტორიაზე, შეიზღუდოს ისრაელის ძალების გადაადგილება და ეს გახდეს ისრაელის მიერ ლიბანის ტერიტორიებიდან გასვლის დასაწყისი.
მუსავიმ აღნიშნა, რომ ირანმა „ჰეზბოლას“ წარმომადგენლებს შეთანხმების შესახებ წინასწარ აცნობა.

