ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად: იგი უკვე თბილისშია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და „საქართველოს გზის“ ყოფილი ლიდერის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა განიხილება.

ზურაბიშვილი უკვე საქართველოში იმყოფება. ქვეყანაში ჩამოსვლის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა, მაგრამ მიზეზი არ დაუსახელებია.

სოციალურ ქსელში ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატად დასახელებაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა:

„ამ ბოლო დროს ქალბატონმა სალომემ ისე მოუმატა ჩემს ლანძღვას, რომ ნამდვილად არ გამოვრიცხავ ასეთ მოვლენას“ – წერს ნათელაშვილი.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე იკავებდა.

 

იტვირთბა....