ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის აფრიკული შტამი დადასტურდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში კორონავირუსის აფრიკული შტამი დადასტურებულია.

“დიახ აფრიკული შტამი დადასტუდა და არის ერთი შემთხვევა”,- ამბობს გაბუნია.

ამირან გამყრელიძის თქმით, ადამიანს, რომელსაც დაუდასტურდა აფრიკული შტამი არის მოგზაურობიდან კონკრეტულად დუბაიდან. ყველა კონტაქტი დადგენილია და არიან იზოლაციაში.

აფრიკული შტამის შესახებ ვიცით, რომ იდენტიფიცირებული იქნა სამხრეთ აფრიკაში, ამიტომაც მიიღო ეს სახელწოდება. ის განსაკუთრებით გავრცელებულია აფრიკულ ქვეყნებში, მაგრამ არის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, არის ასევე, ევროპის რიგ ქვეყნებშიც. ეს შტამი თანაბრად აზიანებს, როგორც ბავშვთა მოსახლეობას, ასევე, მოზდილ მოსახლეობასაც და ხასიათდება მეტი სიმწვავით.

იტვირთბა....