ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახაძე: 5-ჯერ გავზარდეთ ბავშვთა დახმარება

ქართული ოცნების დეპუტატის ლადო კახაძის თქმით, ბავშვთა დახმარება 5-ჯერ გაზარდეს, თუმცა ეს საკმარისი არაა. ამის შესახებ ლადო კახაძემ მეტრონომს განუცხადა.

“ურთულესი თემაა, დიდი გამოწვევაა ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი, მართალია ჩვენ სოციალური დახმარების თვალსაზრისით 5-ჯერ გავზარდეთ დახმარება ბავშვებისთვის იყო 10 ლარი და გახდა 50 ლარი. ესეც ცოტაა არ არის საკმარისი. ეს თანხა არის გაყოფილი ანუ ვაუჩერი საკვებზე და თანხით ანაზღაურება ახლა ეს შესწავლის საგანია როგორ ჯობს მთლიანი ვარუჩერი გაიცეს კვების ვაუჩერის სახით თუ მხოლოდ თანხის სახით. მშობლების მოთხვონაა რომ თანხის სახით იყოს გაცემული”,- ამბობს ლადო კახაძე.

საქართველოში ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის ბოლო კვლევა 2017 წელს ჩატარდა. ამ გამოკვლევების მიხედვით: ​2009 წელს საქართველოში სიღარიბეში ცხოვრობდა ბავშვების 11.5%. ​2011 წელს – 9.4 %; ​2013-ში – 6 %; ​2015 წელს – 2.5 %. ​ხოლო 2017 წელს – 6.8 %

იტვირთბა....