1 ივნისის დღის ბოლოდან 3 ივნისის დილამდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.