საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ. ცვლილება მხოლოდ საჰაერო საზღვარს ეხება.
ინფორმაცია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა 7 მაისს განაახლა, დღეს კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.
“საჰაერო გზით შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს პოლონეთის რესპუბლიკაში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულადაც”,- წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს მოქალაქეები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც უვიზო მიმოსვლა ითვალისწინებს.