პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“წელს ეკონომიკა გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით გაიზრდება, ვიდრე ჩვენ წინა პროგნოზებში გვქონდა ნავარაუდევი. მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, წელს ეკონომიკა გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით გაიზრდება, ვიდრე ჩვენ წინა პროგნოზებში გვქონდა ნავარაუდევი. დღეს ფინანსთა მინისტრი წარმოგვიდგენს მიმდინარე წლის და საშუალოვადიანი პერიოდის ეკონომიკური პროგნოზის მაჩვენებლებს მნიშვნელოვანია, რომ განახლებული მაჩვენებლები გაცილებით უფრო პოზიტიურია”,- ამბობს ღარიბაშვილი.