ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სანაია თავდასხმაზე: დაცვის მხარისგან ვისმენ ზღაპრებს

ჟურნალისტი ვახო სანაიას თქმით, ამ ხნის განმავლობაში დაცვის მხარისგან ისმენს ზღაპრებს და აუცილებელია რომ ამ ადამიანებმა პასუხი აგონ.

დღეს სასამრთლოში ვახო სანაია ჩვენების მისაცემად მივიდა.

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რაც ეს ინციდენტი მოხდა ვისმენ რაღაც ზღაპრებს დაცვის მხრიდან. ამ საქმეზე აუცილებლად უნდა დადგეს სამართლებრივი საკითხი დანარჩენს გადაწყვეტს მოსამართლე როგორი იქნება სასჯელი ზომა მთავარია ამ ადამიანებმა აგონ პასუხი და ეს იყოს პრეცენდენტი რათა აღარ მოხდეს ჟურნალისტებზე თავდასხმა”,- ამბობს სანაია.

შეგახსენებთ, ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. ის ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც.

იტვირთბა....