ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე ენმ-ს პარლამენტში შეზღუდვებით ემუქრება

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით,  თუ ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვერც სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთვება და ვერც – პრივილეგიებით ისარგებლებს.

“თუ ნაციონალური მოძრაობა მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნებდა. გარდა ამისა, თუ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს”, – თქვა კობახიძემ”,- ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა გუშინ პარლამენტში შევიდა, თუმცა მათ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.

იტვირთბა....