ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ნაციონაური მოძრაობის პარლამენტში შესვლას არავითარი ღირებულება არ აქვს. ამის შესახებ კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შესვლით დაამტკიცეს, რომ დამარცხდნენ.
“როგორც იცით ნაციონალურმა მოძრაობამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, მაგრამ პარლამენტში შემოვიდნენ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ეს გადაწყვეტილება არის მართი მარცხის საბოლოო გაფორმება. ისინი 6 თვის განმავლობაში ლეგიტიმურად არჩეული პარლამეტნტის წინააღმდეგ ახორციელებდნენ საბოტაჟს. იმუქრებოდნენ პარლამენტში არ შესლით, თუმცა მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება. ამ პარტიამ ვერ შეასრულა ვერცეთი თავისი პირობა — ვერ დამიჭერთ, არ გამოვალ და არ შევალ — დასრულდა დაჭრით, გამოსვლით და პარლამენტში შესვლით. ნათელია, რომ ნაციონალური მოძრობის პარლამეტნში შემოსვლას, პარლამენტის ფუნქციონირებისათვის არავითარი ღირებულება არ აქვს… მათ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შემოსვლას არავითარი ღირებულება არ აქვს”,- ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო, თუმცა მათ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ.