ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სანიკიძე ნაცმოძრაობის პარლამენტში შესვლაზე: ეს არა სტრატეგიული, ტაქტიკური გადაწყვეტილებაა

გუბაზ სანიკიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლაზე, ეს არის ტაქტიკური გადაწყვეტილება, ხოლო სტრატეგია, უცვლელი რჩება.

“ეს არ არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, ეს არის ტაქტიკური გადაწყვეტილება. სტრატეგია ძველი რჩება, ეს არის ხელისუფლების ცვლილება. უბრალოდ ახლა არის ფანჯარა, საშუალება, მექანიზმი, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოხდეს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. რეალური შანსი არსებობს, ოღონდ კარგა გვარიანი მუშაობა დაგვჭირდება მთლიანად ოპოზიციას და საზოგადოებასაც. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”. – თქვა სანიკიძემ.

ცნობისათვის, ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლის  გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო. ის ნიკა მელიამ გამოაცხადა. პარტიისვე გადაწყვეტილებით, არ აწერენ ხელს შარლ მიშელის შეთანხმებას, ვინაიდან მისი ერთ-ერთი პუნქტი მიუღებელია.

იტვირთბა....