საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი კვირიკაშვილზე შეთანხმდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ანი მიროტაძემ სააგენტო „მეტრონომს“ დაუდასტურა.
„მიუხედავად იმისა, მართლა გული გვისკდება ყველას ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების გამო, დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, ქვეყნისთვის ყველა სასიკეთო საქმეში“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ.
კვაჭანტირაძემ ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარდგენაზე შეთანხმდა.