თბილისში, პეკინის გამზირზე ავტომანქანა საიუველირე მაღაზია მანდარინაში შევარდა. რუსთავი 2 თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შემთხვევის შემდეგად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ჩამსხვრეულია მაღაზიის ვიტრინა და დაზიანებულია შენობის ფასადი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.