დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ გამოვლენილა.
რაც შეეხება ინდური შტამით უკვე ინფიცირებულ 5 პირს, გამყრელიძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა ქვეყანაში არ დადასტურებულა, გარდა იმ ხუთი შემთხვევისა, რაზეც განცხადება გავაკეთეთ. იმის შემდგომ აღარ დაფიქსირებულა. სამმა დატოვა საქართველო. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არაფერი განსაკუთრებული სიმპტომები არ ჰქონიათ”, – უთხრა გამრელიძემ საქართველოს პირველ არხს.
შეგახსენებთ, ინდური შტამის 5 შემთხვევა საქართველოში რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა.
რაც შეეხება განახლებულ კოვიდსტატისტიკას, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა.