დიღომში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი მსუბუქი ავტომობილით ავტობუსს შეეჯახა და ადგილიდან მიმალვა სცადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში მეტრონომს უთხრეს.
როგორც უწყებაში ამბობენ მძღოლს მართვის მოწმობა არ ჰქონდა.
მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებას გულისხმობს.