[su_quote] ბევრჯერ მაქვს ეს ახსნილი. ეს არის მობილობის შემცირებისთვის. ღიად რომ ვთქვა, კარგად რომ შეზარხოშდებიან ადამიანები, ქართული ხვევნა-კოცნა რომ იწყება ხოლმე სუფრაზე, ამას რომ ავარიდოთ თავი, ამიტომ არის ეს [კომენდანტი]. რეალობა ეს არის, ასე ვრცელდება ეს დაავადება, დიდი კლასტერები სუფრებთან იყო ყოველთვის დაკავშირებული. 22:00 საათამდეა ახლა, ალბათ მალე ესეც მოიხსნება იმიტომ, რომ ჯერჯერობით ეს დარჩა ერთი ფაქტორი, რომელიც ფართო გავრცელებას ხელს უშლის. [/su_quote]
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ რადიო თავისუფლების ეთერში განაცხადა.