ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Facebook კორონავირუსის ხელოვნურად შექმნაზე ინფორმაციას აღარ წაშლის

Facebook პლატფორმებიდან აღარ წაშლის ინფორმაციას, რომელიც კორონავირუსის ხელოვნურად შექმნას უკავშირდება. ამის შესახებ CNN Business-თან საუბრისას სოციალური ქსელის სპიკერმა განაცხადა.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები გააორმაგებდნენ ძალისხმევას კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის საქმეში.

“ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის ექსპერტებთან მუშაობას, რათა რეგულარულად განვაახლოთ ჩვენი პოლიტიკა, რადგანაც ჩნდება ახალი ფაქტები”,- ამბობს სპიკერი.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ოფიციალურ პირებს მისცა დავალება, 90 დღეში გამოეძიებინათ კორონავირუსის წარმომავლობა.

იტვირთბა....