[su_quote]თუ გინდა ღმერთმა გაპატიოთ, შვილებო, უნდა შეინანოთ ჯვრის გმობა და მიმღებლობითი დამოკიდებულება სოდომ-გომორის ცოდვის მიმართ. თუ თქვენ ამას სახალხოდ არ შეინანებთ, რადგან სახალხოდ იყო ეს გამოთქმული, ძალიან ცუდი ფინალი გელით თქვენ – თითოეულ თქვენგანს და თქვენს მომავალს. იმ წმინდა საქმეს, რომელსაც თქვენ ემსახურებით, გგონიათ, რომ ემსახურებით, იმიტომ, რომ წმინდა საქმის სამსხური სიწმინდით უნდა ხდებოდეს და არა ცოდვისადმი განურჩევლობით… რა საერთო აქვს ამ უწმინდეს საქმეს, რომელსაც ჰქვია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მამულისთვის თავდადება და ერთგულება და ქართული მიწების გასხვისების მიმართ საშინელი პროტესტი და ბრძოლა იმისთვის, რომ არ გსხვისდეს ქართული მიწები – რა საერთო აქვს ამ წმინდა საქმეს იმ საქმესთან, რომელიც არის ჯვრის გმობა და სოდომიის აღიარება – არაფერი. ნათელს ბნელთან არაფერი საერთო არა აქვს. ამიტომ, ჯვრის გმობა და სოდომიის მიმართ განურჩევლობა სახალხოდ უნდა შეინანოთ[/su_quote]
აღნიშნული განცხადება სხალთის ეპარქიის მმართველმა, მეუფე სპირიდონმა წმიდა ზაბულონის და სოსანას სახელობის ეკლესიაში ქადაგებისას რიონის ხეობის მცველების მისამართით გააკეთა.
19:48