ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცერცვაძე: საქართველოში ე.წ. ინდური შტამის მოხვედრის ალბათობა ძალიან დიდია

“ინდური შტამი 50 ქვეყანაში არის დაფიქსირებული. საბედნიეროდ, ჯერ საქართველოში არ არის დაფიქსირებული. რამდენიმე საეჭვო შემთხვევა იყო, თუმცა ჯერჯერობით არ დადასტურდა. ჩვენთან დადასტურებული არის მხოლოდ სტანდარტული ჩინურ-ევროპული და ბრიტანული შტამი”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს გამოყენებული ვაქცინები ინდური შტამის მიმართ ეფექტურია.

რაც შეეხება სამხრეთ აფრიკულ შტამს, ჩვენთან არ არის და ალბათობაც მცირეა. ინდური შტამის გაცილებით უფრო მეტია, რადგან ჩვენი კონტაქტები და მიმოსვლა ინდოეთთან გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე სამხრეთ აფრიკასთან. მესამე პირების საშუალებით თუ მოხვდება სამხრეთ აფრიკული შტამი საქართველოში, თორემ ისე წესით არ უნდა მოხვდეს. ინდური შტამის მოხვედრის ალბათობა ძალიან დიდია.

დღეს გამოყენებული ვაქცინები ფარავს, როგორც ბრიტანულ შტამს ასევე ინდურ შტამს. სამხრეთ აფრიკულ შტამზე ახლა მიმდინარეობს ამ ვაქცინების გამოცდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე საეჭვო შემთხვევაზე, თუმცა, ამ ეტაპზე, ლაბორატორიულად, ინდური შტამი არ დადასტურებულა.

იტვირთბა....